კომპიუტერი – ტვინი
მთვარი იდეა: მსგავსება ადმიანის ტვინსა და კომპიუტერის ტვინს შორის.
პროექტის აქტუალობა: ყოველთვის სვამს კითხვას ბავშვი, ადამიანის ტვინი უფრო ძლიერია თუ, კომპიუტერის, ამიტომ გადავწყვიტე მათ მოეპოვებინათ პასუხი. ევროპელმა მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა მიკროპროცესორი, რომელიც მუშაობს ზუსტად ისე, როგორც ადამიანის ტვინი. დეველოპერები აცხადებენ, რომ ჩიპი მუშაობს როგორც ტვინი, მხოლოდ მინიატურული პროცესორი სიმულირებს 50 000 ნეირონის მოქმედებას. ეს ჩიპები შეიქმნა ადრე დამზადებული “ელექტრო ტვინის” საფუძველზე. იმისთვის, რომ ჩიპმა მიაღწიოს ადამიანის ტვინის დონეს, საჭიროა რამდენიმე ათასი ახალი პროცესორის გაერთიანება და კომბინირებული მუშაობა. არ არის გამორიცხული, რომ თანამედროვე ადამიანი მოესწროს ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტების გამოჩენას და განვითარებას დედამიწაზე.
პროექტის მიზანი: სწორი მსჯელობა და სწორი აზროვნების ჩამოყალიბება. შეძლონ საკუთარი აზრის ჩამიყალიბება, შეძლონ მოახდინონ შედარება და მსგავსება.
მოსწავლეთა ასაკი: 10–11 წელი.
ვადეები ხანგძლივობა: 1 წელი.
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები ჩაატაერებენ გამოკითხვებს უფროს კლასელებთან შემდეგ დაფიქრდებიან და მოახდენე შედარებას და მსგავსებას, შეძლებენ აზრის სწორად ჩამოყალიბებას და დასაბუთებას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი: კომპიუტერ, ინტერნეტ, თაბახის ფურცლები, პრინტერი. პროექტორი.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებს ვყოფ სამ ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას.
პირველ ჯგუფს ვავალებ: აწარმოონ კვლევა და ინტერვიუს მეშვეობით გამოკითხონ, მეგობრები მათ გარშემო. რატომ გავს კომპიუტერის ტვინი ადამიანის ტვინი ერთმანეთს? ფიქრობთ რომ არი თუ არა მართლა მსგავსება ადამიანისა და კომპიუტერის ტვინს შორის? როგორია ადამიანის ტვინი? კომპიუტერის? ....კვლევის შემდეგ მათ უნდა მოიფიქრონ სხვადასხვა ღონისძიებები რომ დაასაბუთონ პროექტის თემა
მეორე ჯგუფს ვავალებ: შექმნან პლაკატები, კედლის გაზეთები გააკეთონ ელექტრონული პრეზენტაცია ზემოთ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
მესამე ჯგუფს ვავალებ: შეხვდნენ მათთვის საინტერესო ადამიანებს და მიიღონ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია. პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს, მოაწყობენ ელექტრონულ პრეზენტაციებს, გაიმართება დისკუსიები მონაწილეებს შორის.
პროექტის ხელმძღვანელი: ლელა ჩხარტიშვილი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lelachkhartishvili@gmail.com