სასწავლო პროექტი


კომპიუტერი – ტვინი


მთვარი იდეა: მსგავსება ადმიანის ტვინსა და კომპიუტერის ტვინს შორის.

პროექტის აქტუალობა:   ყოველთვის სვამს კითხვას ბავშვი, ადამიანის ტვინი უფრო ძლიერია თუ, კომპიუტერის, ამიტომ გადავწყვიტე მათ მოეპოვებინათ პასუხი. ევროპელმა მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა მიკროპროცესორი, რომელიც მუშაობს ზუსტად ისე, როგორც ადამიანის ტვინი. დეველოპერები აცხადებენ, რომ ჩიპი მუშაობს როგორც ტვინი, მხოლოდ მინიატურული პროცესორი სიმულირებს 50 000 ნეირონის მოქმედებას. ეს ჩიპები შეიქმნა ადრე დამზადებულიელექტრო ტვინისსაფუძველზე. იმისთვის, რომ ჩიპმა მიაღწიოს ადამიანის ტვინის დონეს, საჭიროა რამდენიმე ათასი ახალი პროცესორის გაერთიანება და კომბინირებული მუშაობაარ არის გამორიცხული, რომ თანამედროვე ადამიანი მოესწროს ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტების გამოჩენას და განვითარებას დედამიწაზე.

პროექტის მიზანი:  სწორი  მსჯელობა და სწორი აზროვნების ჩამოყალიბება. შეძლონ საკუთარი აზრის ჩამიყალიბება,   შეძლონ მოახდინონ შედარება და მსგავსება.

მოსწავლეთა ასაკი:       10–11 წელი.

ვადეები  ხანგძლივობა:   1 წელი.

მოსალოდნელი შედეგი:  მოსწავლეები  ჩაატაერებენ გამოკითხვებს უფროს კლასელებთან შემდეგ დაფიქრდებიან  და მოახდენე შედარებას და მსგავსებას, შეძლებენ აზრის სწორად ჩამოყალიბებას და დასაბუთებას.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი:  კომპიუტერ, ინტერნეტ,  თაბახის ფურცლები, პრინტერი. პროექტორი.

პროექტის მსვლელობა:  მოსწავლეებს ვყოფ სამ ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას.

პირველ ჯგუფს ვავალებ: აწარმოონ კვლევა და ინტერვიუს მეშვეობით გამოკითხონ, მეგობრები მათ გარშემო. რატომ გავს კომპიუტერის ტვინი ადამიანის ტვინი ერთმანეთს? ფიქრობთ რომ არი თუ არა მართლა მსგავსება ადამიანისა და კომპიუტერის ტვინს შორის?  როგორია ადამიანის ტვინი? კომპიუტერის?  ....კვლევის შემდეგ მათ უნდა მოიფიქრონ სხვადასხვა ღონისძიებები რომ დაასაბუთონ პროექტის თემა
მეორე ჯგუფს ვავალებ: შექმნან  პლაკატები, კედლის გაზეთები გააკეთონ ელექტრონული პრეზენტაცია ზემოთ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
მესამე ჯგუფს ვავალებ:   შეხვდნენ მათთვის საინტერესო ადამიანებს და მიიღონ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია. პროექტის დასრულების შემდეგ ოსწავლეები  წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს, მოაწყობენ ელექტრონულ პრეზენტაციებს, გაიმართება დისკუსიები მონაწილეებს შორის.

პროექტის ხელმძღვანელი: ლელა ჩხარტიშვილი.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lelachkhartishvili@gmail.com
              

სასწავლო პროექტი



წიგნი და კომპიუტერი



მთავარი იდეა: დავაკავშიროთ წიგნი და კომპიუტერი დღევანდელ ცხოვრებაში. წიგნუპირველესია, კომპიუტერი აუცილებელი. წიგნის უპირველესობა დადებითად ფასდება, მაგრამ მოსწავლე აგრეთვე კარგად უნდა ფლობდეს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს, რათა თავი მოუყარონ მნიშვნელოვან მასალას. კომპიუტერი წიგნიერების ახალი სახეა.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას და საინტერსო გზით გააცნობენ მეგობრებს თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ  დრო წიგნთან და კომპიუტერთან.

პროექტის მიზანი: სწორი მსჯელობა და სწორი აზროვნების ჩამოყალიბება. 

მოსწავლეთა ასაკი:  10–11 წელი

ვადეები  ხაგძლივობა:   6  თვე

მოსალოდნელი შედეგი:  ეს პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს, რათა მათ თავისუფლად, თამამად და ერთნაირი ინტენსივობით გამოიყენონ წიგნი და კომპიუტერი.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი:  კომპიუტერ, ინტერნეტი, სლადები,  თაბახის ფურცლები, პრინტერი, პროექტორი.

პროექტის მსვლელობა:  მოსწავლეებს ვყოფ სამ ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას.

პირველ ჯგუფს ვავალებ: აწარმოონ კვლევა და ინტერვიუს მეშვეობით გამოკითხონ, ადამიანები მათ გარშემო: თქვენი აზრით, საიდან იღებენ მეტ ცოდნას მოსწავლეები, რამდენი მოსწავლე კითხულობს წიგნს და რამდენი სარგებლობს კომპიუტერით, რა მოსწონთ წიგნიდან და რა კომპიუტერიდან ? აღნიშნული პროექტი სტიმულის მიმცემი იქნება მოსწავლეებისათვისრათა მათ ერთნაირად გამოიყენონ წიგნი და კომპიუტერიკვლევის შემდეგ მათ უნდა მოიფიქრონ სხვადასხვა ონისძიებები ქვემოთ მოცემული ფორმულის განსახორციელებლად: წიგნი თუ კომპიუტერი.
მეორე ჯგუფს ვავალებ: შექმნან ბუკლეტები, პლაკატები, ელექტრონული პრეზენტაცია, კედლის გაზეთები ზემოთ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
მესამე ჯგუფს ვავალებ: შეხვდნენ მასწავლებლებს, ფსიქოლოგებს, რადგან მათ სპეციალისტებისგან მიიღონ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია. პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს, მოაწყობენ პრეზენტაციებს, კონფერენციებს, გაიმართება დისკუსიები მონაწილეებს შორის. 

პროექტის ხელმძღვანელი: ლელა ჩხარტიშვილი.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lelachkhartishvili@gmail.com