სასწავლო პროექტი



წიგნი და კომპიუტერი



მთავარი იდეა: დავაკავშიროთ წიგნი და კომპიუტერი დღევანდელ ცხოვრებაში. წიგნუპირველესია, კომპიუტერი აუცილებელი. წიგნის უპირველესობა დადებითად ფასდება, მაგრამ მოსწავლე აგრეთვე კარგად უნდა ფლობდეს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს, რათა თავი მოუყარონ მნიშვნელოვან მასალას. კომპიუტერი წიგნიერების ახალი სახეა.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას და საინტერსო გზით გააცნობენ მეგობრებს თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ  დრო წიგნთან და კომპიუტერთან.

პროექტის მიზანი: სწორი მსჯელობა და სწორი აზროვნების ჩამოყალიბება. 

მოსწავლეთა ასაკი:  10–11 წელი

ვადეები  ხაგძლივობა:   6  თვე

მოსალოდნელი შედეგი:  ეს პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს, რათა მათ თავისუფლად, თამამად და ერთნაირი ინტენსივობით გამოიყენონ წიგნი და კომპიუტერი.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი:  კომპიუტერ, ინტერნეტი, სლადები,  თაბახის ფურცლები, პრინტერი, პროექტორი.

პროექტის მსვლელობა:  მოსწავლეებს ვყოფ სამ ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას.

პირველ ჯგუფს ვავალებ: აწარმოონ კვლევა და ინტერვიუს მეშვეობით გამოკითხონ, ადამიანები მათ გარშემო: თქვენი აზრით, საიდან იღებენ მეტ ცოდნას მოსწავლეები, რამდენი მოსწავლე კითხულობს წიგნს და რამდენი სარგებლობს კომპიუტერით, რა მოსწონთ წიგნიდან და რა კომპიუტერიდან ? აღნიშნული პროექტი სტიმულის მიმცემი იქნება მოსწავლეებისათვისრათა მათ ერთნაირად გამოიყენონ წიგნი და კომპიუტერიკვლევის შემდეგ მათ უნდა მოიფიქრონ სხვადასხვა ონისძიებები ქვემოთ მოცემული ფორმულის განსახორციელებლად: წიგნი თუ კომპიუტერი.
მეორე ჯგუფს ვავალებ: შექმნან ბუკლეტები, პლაკატები, ელექტრონული პრეზენტაცია, კედლის გაზეთები ზემოთ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
მესამე ჯგუფს ვავალებ: შეხვდნენ მასწავლებლებს, ფსიქოლოგებს, რადგან მათ სპეციალისტებისგან მიიღონ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია. პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს, მოაწყობენ პრეზენტაციებს, კონფერენციებს, გაიმართება დისკუსიები მონაწილეებს შორის. 

პროექტის ხელმძღვანელი: ლელა ჩხარტიშვილი.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lelachkhartishvili@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий